ტესტ ქეისების შერჩევა რეგრესიული ტესტირებისათვის

- 1. შეარჩიე ქეისები კოდის და ფუნქცინალის ცვლილების მიხედვით
- 2. შეარჩიე ქეისები, რომლებიც ზუსტად ასახავს ბიზნესის მოთხოვნებს
- 3. შეარჩიე ქეისები იმ ფუნქციონალიდან, რომელშიც ხშირად ფიქსირდება ხარვეზები
- 4. შეარჩიე ქესიები მომხმარებლის ქცევის გათვალისწინებით
- 5. შეარჩიე ყველა ინტეგრაციის ტესტი რეგრესიული ტესტირებისთვის
- 6. შეარჩიე ყველა კომპლექსური ტესტ ქეისი
- 7. შეარჩიე ქეისების პრიორიტეტის მიხედვით
- 8. შეარჩიე ქეისები ხარვეზების კრიტიკულობისა და გავლენის მიხედვით
რეგრესიული ტესტირების მიზანია, დაადასტუროს, რომ პროგრამულ უზრუნველყოფაში შეტანილმა ცვლილებებმა არანაირი გავლენა არ მოახდინა არსებულ ფუნქციონალზე. ტესტირების ეს მოთოდი ახალი ვერსიის დანერგვამდე გამოიყენება.
თუმცა, თუ კარგად არ დაიგეგმება, რეგრესიული ტესტირება ზედემტად დიდ დროს წაიღებს. სწორედ კარგი დაგეგმვაა მნიშვნელოვანი, რომ რეგრესიული ტესტ ქეისების ეფექტურობა შევინარჩუნოთ. ქვემოთ მოცემული მინიშნებები დაგეხმარება, რომ რეგრესიული ტესტირებისთვის სწორად შეარჩიო ტესტ ქეისები.
თუმცა ტესტ ქეისების შერჩევამდე უმნიშვნელოვანესია, დარწმუნდე რომ რეგრესიული ტესტირების პაკეტი განახლებულია და ყველა მოძველებული ტესტ ქეისი ამოღებულია პაკეტიდან.
1. შეარჩიე ქეისები კოდის და ფუნქცინალის ცვლილების მიხედვით
რეგრესიული ტესტირებისთვის უნდა შეირჩეს ყველა ტესტ ქეისი, რომლის კოდშიც/ფუნქციონალშიც ცვლილება მოხდა. სწორედ ასეთი შემთხვევები წარმოქმნიან რეგრესის წინაპირობებს. ამ პროცესის გასაადვილებლად დამხმარეა ფუნქციონალური ცვლილებების შესახებ ჩანაწერების წარმოება. ხოლო იმისათვის, რომ განისაზღვროს აპლიკაციის რა ნაწილზე მოახდინა კოდის ცვლილებამ გავლენა მნიშვნელოვანია კომუნიკაცია დეველოპერებთან.
2. შეარჩიე ქეისები, რომლებიც ზუსტად ასახავს ბიზნესის მოთხოვნებს
ყოველი განახლების წინ აუცილებელია დავრწმუნდეთ, რომ აპლიკაცია სწორედ ისე მუშაობს, როგორც პროდუქტის დოკუმენტაციაშია აღწერილი. შესაბამისად იმ ქეისების ტესტირება, რომელიც უშუალოდ ბიზნეს მოთხოვნებთანაა დაკავშირებული აუცილებლად უნდა მოხვდეს რეგრესიული ტესტირების პაკეტშო.
3. შეარჩიე ქეისები იმ ფუნქციონალიდან, რომელშიც ხშირად ფიქსირდება ხარვეზები
აპლიკაციის ყველაზე სუსტი ფუნქციონალის ტესტ ქეისები აუცილებლად უნდა მოხვდეს რეგრესიული ტესტირების პაკეტში, რადგან აპლიკაციაში თითქმის ყოველთვისაა ისეთი ფუნქციონალი, რომელიც თუნდაც სულ მცირე ცვლილების შემთხვევაშიც კი ზიანდება.
4. შეარჩიე ქესიები მომხმარებლის ქცევის გათვალისწინებით
მნიშვნელოვანია ისეთი ფუნქციონალის ტესტირება, რომელიც მომხმარებლების მიერ ყველაზე სირად გამოყენებადია. ასეთი ფუნქციონალის ტესტ ქეისები შეიძლება არ იყოს მაღალ პრიორიტეტული ან მათი გაფუჭება დაბალ კრიტიკულ ხარვეზებს იწვევდეს, მაგრამ ის ყველაზე მეტად გამოყენებადია და ბევრ მომხმარებლს შეუქმნის პრობლემას.
5. შეარჩიე ყველა ინტეგრაციის ტესტი რეგრესიული ტესტირებისთვის
როდესაც აპლიკაციაში გვაქვს ერთმანეთთან დაკავშირებული მოდულები, აუცილებელია ამ მოდულების რეგრესიული ტესტირება. დამოუკიდებლად ისინი შეიძლება გამართულად ფუნქციონირებდეს, მაგრამ კომპლექსური ქეისები წარუმატებელი იყოს.
ერთმანეთზე დამოკიდებული მოდულების ტესტ ქეისების შეტანა რეგრესიული ტესტირების პაკეტში აუცილებელია.
6. შეარჩიე ყველა კომპლექსური ტესტ ქეისი
კომპლექსური ფუნქციონალი ხშირ შემთხვევაში იწვევს აპლიკაციის წარმადობის გაუარესებას ან მის ფუნქციონირების შეწყვეტას. ეს კი თავისთავად მნიშვნელოვან ხარვეზს წარმოადგენს.
კომპლექსურობის ეფექტური ტესტირებისათვის ტესტირების სხვადასხვა მეთოდის გამოყენებაა აუცილებელი. ასევე რეგრესიული ტესტირების პაკეტში აუცილებლად უნდა მოხვდეს კომპლექსური ტესტ ქეისები.
7. შეარჩიე ქეისების პრიორიტეტის მიხედვით
დროთა განმავლობაში რეგრესიული ტესტირების პაკეტი საგრძნობლად იზრდება და მისი შესრულება უზარმაზარ რესურსსა და ძალისხმევას მოითხოვს. ამის თავიდან ასაცილებლად მაღალი პრიორიტეტის ტესტ ქეისების განსაზღვრა მნიშვნელოვანია.
8. შეარჩიე ქეისები ხარვეზების კრიტიკულობისა და გავლენის მიხედვით
თუ ხარვეზების გავლენა და კრიტიკულობა დაბალია, მაშინ ტესტერს შეუძლია შეარჩიოს მაღალი პრიორიტეტის ქეისები ხარვეზში მოყოლილი ფუნქციონალისთვის.
თუ ხარვეზის გავლენა და კრიტიკულობა მაღალია, მაშინ ყველა პრიორიტეტის ქეისი უნდა შეირჩეს რეგრესიული ტესტირებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ არასრული რეგრესიული ტესტირების პაკეტი შეიძლება საგრძნობლად მცირე იყო სრულ რეგრესიულ პაკეტთან შედარებით, ხშირი რელიზების დროს რეგრესიული ტესტიერბა მაინც დიდ რესრურსსა და ძალისხმევასთანაა დაკავშირებული. ამიტომ მნიშვნელოვანია რეგრესიული ტესტიერბის ავტომატიზაცია, რომელიც შესაძლებელს ხდის სრული რეგრესიული ტესტირების წარმართვას ბევრად ნაკლებ დროში და უფრო ხარისხიანად.