ტესტირების შვიდი პრინციპი

ტესტირების შვიდი პრინციპი

წლების განმავლობაში ბევრი პრინციპი განსაზღვრავდა ტესტირების მიზანს და წარმართავდა ტესტირების პროცესს. თუმცა როგორც ISTQB-ის მიერაა აღიარებული, ძირითადად 7 სახელმძღვანელო პრინციპია, რომელიც ყველა ტიპის ტესტირებისთვის გამოიყენება.

პრინციპი 1 - ტესტირება აჩვენებს ხარვეზების არსებობას

ტესტირებით შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ ხარვეზები არსებობს, თუმცა ვერ დავამტკიცებთ მათ არარსებობას. ტესტირება ამცირებს აღმოუჩენელი ხარვეზების არსებობის ალბათობას. თუმცა ის ფაქტი, რომ ტესტირების ეტაპზე ვერ მოხდა მათი აღმოჩენა, არ ამტკიცებს მათ არარსებობას.

პრინციპი 2 - ამომწურავი/ყოვლისმომცველი ტესტირება შეუძლებელია

ყველა კომბინაციისა და წინაპირობის ტესტირება შეუძლებელია, გარდა მარტივი შემთხვევებისა. ამომწურავი ტესტირების ნაცვლად, უმჯობესია რისკების ანალიზი და პრიორიტეტიზაცია ტესტირების ძალისხმევის სწორი გამოყენებისათვის.

პრინციპი 3 - ადრეული ტესტირება

ხარვეზების ადრეული აღმოჩენისათვის ტესტირების აქტივობები უნდა დაიწყოს შეძლებიდაგვარად ყველაზე ადრეულ ეტაპზე და ფოკუსირებული იყოს განსაზღვრულ მიზნებზე.

პრინციპი 4 - ხარვეზები თავს იყრიან ჯგუფებად

ტესტირების ძალისხმევა პროპორციულად უნდა გადანაწილდეს მოდულებზე, რომლებშიც მოსალოდნელი და შემდეგ აღმოჩენილი ხარვეზების რაოდენობა მაღალია. როგორც წესი, მოდულების მცირე რაოდენობა მოიცავენ აღმოჩენილი ხარვეზების დიდ რაოდენობას ან პასუხისმგებლები არიან სხვა ოპერაციულ ხარვეზებზე.

პრინციპი 5 - პესტიციდების პარადოქსი

თუ ტესტირებას ვახორციელებთ ერთი და იმავე ქეისებით, ეს ქეისები ვეღარ პოულობენ ხარვეზებს. “რეზისტენტულობის” თავიდან ასაცილებლად, ტესტ ქეისების გადახედვა რეგულარულად უნდა მოხდეს. ეს მოგვცემს შესაძლებლობას გამოვავლინოთ ხარვეზები, რომლებიც ვერ აღმოაჩინა ძველმა/არსებულმა ქეისებმა.

პრინციპი 6 - ტესტირება დამოკიდებულია კონტექსტზე

პროექტის/სისტემის შინარსი განსაზღვრავს შერჩეული ტესტირების მეთოდებსა და საჭირო ძალისხმევას.

პრინციპი 7 - ხარვეზების არარსებობის ილუზია

ხარვეზების აღმოჩენა და აღმოფხვრა არ ქმნის ღირებულებას, თუ სისტემა არ პასუხობს მომხმარებლის მოლოდინებს და საჭიროებებს. შესაბამისად, “bug free” პროდუქტი არ ნიშნავს, რომ ის იდეალურია.

სხვა პრინციპები

ზემოხსენებული განსაზღვრებები ყველა ტიპის ტესტირების პროცესისთვის მისაღებ სახელმძღვანელო პრინციპებს გვთავაზობს. თუმცა ქვემოთ კიდევ რამდენიმე პრინციპზე შეძლებ წაიკითხო, რომელიც დაგეხმარება სწორად შეაფასო და განსაზღვრო ტესტირების მიზანი და პროცესის წარმართვისათვის საჭირო ძალისხმევის მოცულობა.

პრინციპი 8 - ტესტირება უნდა იყოს მიზანი

რადგანაც ტესტირების შედეგი აფასებს პროდუქტს/სისტემას, ეს შეფასება უნდა იყოს მიზანი.

შესაბამისად ტესტირება უნდა წარიმართოს:

  • წინასწარ განსაზღვრული ტესტ ქეისებითა და შეთანხმებული მიღებადობის კრიტერიუმებით.
  • იმდაგვარად, რომ ხარისხის კონტროლის აქტივობებს ხელი არ შეუშალონ სხვა, თუნდაც მაღალი პრიორიტეტის მქონე ამოცანებმა.

პრინციპი 9 - ტესტერი არ არის ხარისხის პოლიცია

ტესტერი უნდა იყოს კოლაბოლატორი და არა სტრესის შემქმნელი. დეველოპმენტ გუნდში ყველა როლს ერთი მიზანი აქვს - შექმნან პროდუქტი, რომელიც ხარისხის მოთხოვნებს აკმაყოფილებს და მომხმარებლის საჭიროებებს ემსახურება.

პრინციპი 10 - შეინარჩუნე სიმარტივე

ტესტირების დოკუმენტაცია უნდა იყოს პრაქტიკული. ტესტირების მიზანი არაა, რომ დასრულების შემდეგ დოკუმენტების მთა შეადგინო. მიზანია, მიაღწიო პროდუქტის მაღალ ხარისხს და ამისთვის ათობით გვერდიანი ტესტირების გეგმა არაა საჭირო.

პრინციპი 11 - შეინარჩუნე ბალანსი

ხარისხის უზრუნველყოფის მართვის პროცესში მნიშვნელოვანია ბალანსის შენარჩუნება არასაკმარის და ზედმეტ ტესტირებას შორის. მნიშვნელოვანია არასაკმარისი ტესტირების შედეგებისა და ზედმეტი ტესტირების შედეგების ღირებულების გააზრება. პირველ შემთხვევაში პროდუქტის ხარვეზებს დიდი ფინანსური ზარალის გამოწვევა შეუძლია, ხოლო მეორე შემთხვევაში ზედმეტად დიდი და არასაჭირო რესურსით ტესტირების წარმართვაც ზრდის პროდუქტის ხარჯებს და არ მატებს არანაირ დამატებით ღირებულებას.

დასაწყისში დაბრუნება

ვებ გვერდი იყენებს ქუქი-ფაილებს. დეტალურად