ტესტირების სცენარები
- რა არის ტესტირების სცენარი
- ტესტირების სცენარის მახასიათებლები
- წინაპირობები ტესტ სცენარების დასაწერად
- მიზეზები ტესტირების სცენარის შესადგენად
- ტესტირების სცენარის შედეგი
- განსხვავება ტესტ ქეისსა და ტესტირების სცენარს შორის
- დასკვნა
ტესტირების სცენარი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების პროცესში; ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს მისი ხარიხის შეფასებაში.
რა არის ტესტირების სცენარი
ტესტირების სცენარი არის დოკუმენტი, რომლის მიხედვით ტესტირება გვეხმარება განვსაზღვროთ პროგრამული უზრუნველყოფის შესაბამისობა სხვადასხვა ბიზნეს მოთხოვნებთან. მისი დახმარებით შეგვიძლია დავრმუნდეთ, რომ პროდუქტი გამართულად მუშაობს, მომხმარებლის მდგომარეობისა და გარემოს მიუხედავად.
სცენარით ტესტირების ძირითადი მიზანია შეაფასოს სისტემის წარმადობა და ფუნქციონირება სრულად, მომხმრებლის გადასახედიდან. ამ დროს ტესტერები იმეორებენ მომხმარებლის ქცევას და განსაზღვრავენ გამოყენების რეალურ სცენარებს, რომელიც დგება პროდუქტის გაშვების შემდეგ.
ტესტირების სცენარის მახასიათებლები
ტესტირების სცენარები, ასევე ცნობილი, როგორც სატესტი მდგომარეობა, მზადდება პროგრამული უზრუნველყოფის ამომწურავი ტესტირებისთვის. ის საშუალებას იძლევა გაიტესტოს ფუნქციონალი ყველა შესაძლო ვარიაციით. სხვა ყურადსაღები მახასიათებლები მოცემულია ქვემოთ სიაში.
- შედგება დეტალური ტესტირების პროცედურისგან - ტესტირების სცენართან, როგორც წესი დაკავშირებულია სხვადასხვა ტესტ ქეისები. ეს ტესტ ქეისები განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა შესრულდეს ტესტირების სცენარი. სხვა სიტყვებით, რომ აღვწეროთ, ტესტირების სცენარი გვაძლევს უფრო დიდ სურათს იმისა, რაც უნდა გაიტესტოს სხვადასხვა ტესტ ქეისების გამოყენებით.
- ერთ ხაზიანი განსაზღვრება/პირობა - ტესტირების სცენარის პირობა შეიძლება მოკლედ განისაზღვროს - რა უნდა გაიტესტოს. მაგალითად, ტესტირების სცენარი შეიძლება იყოს "ინტერენტ კავშირის შემოწმება". ეს შეიძლება გულისხმობდეს, ინტერნეტზე დამოკიდებული ფუნქციონალის ტესტირებას, სხვადასხვა მდგომარეობაში - იქნება ეს WiFi თუ მობილური ინტერენტით სარგებლობისას, სხვადასხვა სიჩქარის კავშირის ქონისას, ან აქტიური სტატუსისას, როდესაც რეალურად ინტერნეტ კავშირი არ არის და სხვა. ეს კი თავის მხრივ ნიშნავს, რომ ტესტირების სცენარის აღწერა საკმაოდ ფართო უნდა იყოს იმ ფუნქციონალთან მიმართებით, რაც მოწმდება.
- აადვილებს პრიორიტეტიზაციას - როდესაც ტესტირების ამოცანის მიზანი ძალიან დიდია, ყველაფრის ტესტირება რთულდება. ასეთ შემთხვევებში პრიორიტეტიზაცია აუცილებლობაა. ამის მიღწევა ტესტირების სცენარების დახმარებით ადვილად მიიღწევა. ფუნქციონალს, რომელსაც იმპერატიული მნიშვნელობა აქვს პროგრამული უზრუნველყოფის გამართული ფუნქციონირებისთვის, ენიჭება მეტი პრიორიტეტი და შესაბამისად, უფრო საფუძვლიანად მოწმდება.
წინაპირობები ტესტ სცენარების დასაწერად
პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების პროცესი გაუმჯობესდება და გამარტივდება, თუ გუნდს ექნება მომზადებული ყველა საჭირო დოკუმენტი და რესურსი. შესაბამისად, ტესტ სცენარების შექმნაც გამარტივდება, თუ წინასწარ მზად იქნება ყველა საჭირო რესურსი, ინსტრუმენტი თუ სხვა. ქვემოთ მოცემულია სია ზოგიერთი წინაპირობისა, რაც დამხმარეა ტესტირების სცენარის დასაწერად.
- ტესტერებს უნდა ქონდეთ პროდუქტის სიღრმისეული ცოდნა, რომ გაიგონ ბიზნესის საჭიროებები და ფუნქციონალური მოთხოვნები პროგრამული უზრუნველყოფისთვის.
- გასატესტი პროდუქტისთვის ყოვლისმომცველი და დეტალიზებული მოთხოვნების დოკუმენტი უნდა იყოს მომზადებული.
- გუნდს სრულად უნდა ესმოდეს გასატესტ პროდუქტთან დაკავშირებული სამუშაო პროცესი.
- ინსტრუმენტები და რესურსები უნდა მომზადდეს/მოგროვდეს ტესტირების პროცესის დაწყებამდე.
- ტესტირების პროცესის გასამარტივებლად მუდამ უნდა იდგმებოდეს ნაბიჯები და ხდებოდეს მათზე დაკვირვება.
მიზეზები ტესტირების სცენარის შესადგენად
ტესტირების სცენარები არის პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების განუყოფელი ნაწილი და გამოიყენება მომხმარებლის ქცევების მაქსიმალურად იდენტურად გასამეორებლად. ის გვეხმარება როგორც ფუნქციონალის ისე ბიზნეს პროცესის ვალიდაციაში. ტესტირების სცენარების შედგენის ზოგი მიზეზი მოცემულია ქვემოთ სიაში.
- ის ადასტურებს პროდუქტის ტესტირებით სრულ დაფარვას.
- გვარწმუნებს, რომ პროგრამა/აპლიკაცია სწორად და გამართულად მუშაობს გამოყენების ყველა ვარიაციაში
- განსაზღვრავს ტესტირებისთვის საჭირო ძალისხმევას და გვეხმარება ტესტირების პროცესის ორგანიზებულ დაგეგმვაში.
- აუცილებელია პროგრამული უზრუნველყოფის საბოლოო შეფასებისთვის.
- გვეხმარება განვსაზღვროთ რეალური პროდუქტის რეალური გამოყენების გზები.
- გუნდს აძლევს შესაძლებლობას შეიქმნას სწორი და გამართული პროდუქტი.
- შეიძლება გამოყენებული იყოს შეუსაბამობების აღმოსაჩენად, რომლის დახმარებითაც გუნდი შეძლებს საბოლოო პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესებას.
- ზრდის ეფექტური მომხმარებლის გამოცდილების შექმნის შესაძლებლობას.
- გუნდს აძლევს საშუალებას დაადასტურონ, რომ ყველა ბიზნეს პროცესი სწორად მუშაობს.
ტესტირების სცენარის შედეგი
პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების პროცესის ტესტირების სცენარებით წარმართვა სხვადასხვა სარგებელს გვთავაზობს. ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი მათგანი:
- გვიცავს ტესტირების განმეორებადობისგან - კარგად ჩამოყალიბებული ტესტირების სცენარი საგრძნობლად ამცირებს დატვირთვას ტესტერებზე. ამის მიზეზი ისაა, რომ თავიდან გვარიდებს ერთი და იმავე ფუნქციონალის კვლავ და კვლავ ტესტირებას სხვადასხვა ტესტირების ტექნიკის გამოყენებით.
- ზოგავს დროს, ფულს და ძალისხმევას - რადგანაც ტესტირების სცენარები გვაზღვევს განმეორებადი ტესტირებისგან, ძალისხმევა, დრო და შესაბამისად ფული ინვესტირებული ტესტირების პროცესში, მცირდება.
- გვეხმარება უკეთესი ტესტ ქეისების შედგენაში - ტესტ ქეისები მომდინარეობს ტესტირების სცენარებიდან. აქედან გამომდინარე, ტესტირების სცენარი, რომელიც კარგად არის ჩამოყალიბებული ღრმა ფიქრისა და კვლევის შედეგად, გვიწევს ხელმძღვანელობას, შევქმნათ ისეთი ტესტ ქეისები, რომელიც არის შინაარსიანი და ამოწმებს პროგრამულ უზრუნველყოფას საფუძვლიანად მინიმალური ძალისხმევით.
- შესაძლებელს ხდის ტესტირება წარიმართოს მომხმარებლის გადასახედიდან - ამ ტიპის ტესტირების უდიდესი უპირატესობაა, რომ ტესტირების სცენარები მომხმარებლის ქცევის მიხედვით იქმნება, რაც ტესტერს აძლევს საშუალებას დაადასტუროს პროდუქტის წარმადობა ფუნქციონალის გამართულობა მათი პერსპექტივიდან.
განსხვავება ტესტ ქეისსა და ტესტირების სცენარს შორის
ტესტ ქეისები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების სცენარების მიხედვით ტესტირებაში. რიგ შემთხვევებში, დამწყვები ტესტერებისთვის რთული აღსაქმელია ამ ორ კომპონენტს შორის სხვაობა, რაც დაბნეულობას იწვევს. ამიტომ მნიშვნელოვანია, შევძლოთ მათი განსხვავება ერთმანეთისგან და განსაზღვრა თითოეული მათგანის შინაარსის.
მოცემულ ცხრილში შედარებულია ტესტ ქეისები და ტესტირების სცენარები.
ტესტ ქეისები | ტესტირების სცენარები | |
---|---|---|
1 | განსაზღვრავს, როგორ უნდა გაიტესტოს. | განსაზღვრავს, რა უნდა გაიტესტოს. |
2 | შედგება აღწერილობითი და დეტალიზებული დოკუმენტებისგან, რომელიც თავის მხრივ წარმოქმნის აღწერილობით და დეტალიზებულ ანგარიშს. | გვაძლევს მოკლე, თუმცა ყოვლის მომცველ დოკუმენტებსა და ანგარიშებს. |
3 | გამოიყენება ტესტირების სცენარების ვალიდაციისათვის. | შედგება სხვადასხვა ტესტ ქეისებისგან, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ პროგრამული უზრუნველყოფის გამართულობის განსაზღვრაში. |
4 | ის უფრო შრომატევადია და მეტ დროს მოითხოვს. | ზოგავს დროს, ფულს და ძალისხმევას. |
5 | ეხმარება დეველოპმენტის და ხარისხის მართვის გუნდებს იყვნენ სინქრონიზაციაში. | გვეხმარება ტესტირებით დავფაროთ პროდუქტი. |
6 | ვიყენებთ, რომ თავი დავიზღვიოთ დეფექტებისგან პროდუქტში. | პასუხისმგებელია დეფექტების კონტროლისა და აღმოფხვრისთვის, რომლებიც გამოგვრჩა ან თავი ვერ ავარიდეთ ვერიფიკაციის პროცესში |
დასკვნა
სცენარით ტესტირება არ არის ახალი პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირებაში. ეს ტერმინი 2003 წელს შეიმუშავეს. ამ პორცესმა საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა, რადგან შესაძლებელს ხდის დროისა და ფულის დაზოგვას ხარისხის ეჭვქვეშ დაყენების გარეშე. სცენარებით ტესტირება ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტად ჩამოყალიბდა. მისი დახმარებით სწორად განვსაზღვრავთ ტესტ ქეისებს და მათ პრიორიტეტებს. შეიძლება ზოგიერთი არასწორად აღიქვამდეს მათ შორის დამოკიდებულებას, თუმცა ძირითადი წესი ასეთია: ტესტ ქეისი დამოკიდებულია ტესტირების სცენარზე და არა პირიქით.