რა არის ტესტირების ავტომატიზაცია?

ტესტირების ავტომატიზაციის განსაზღვრება

ტესტირების ავტომატიზაცია არის განმეორებადი მანუალური ტესტირების პროცესების შესრულება დაავტომატიზებული პროცესებით, რისთვისაც ტესტერი ან დეველოპერი განსაზღვრულ ინტრუმენტებს იყენებს.

ტესტირების ავტომატიზაცია გეხმარება ოპტიმალურად გამოიყენო დროითი რესურსი და სწრაფად შეასრულო დიდი რაოდენობის ტესტირების სცენარები კოდით განსაზღვრულ მოსალოდნელ შედეგებთან მიმართებით. თუ პროცესში რაღაც აცდა მოსალოდნელ შედეგს, მარტივად შეგიძლია განსაზღვრო სად და რა შეცდომა მოხდა.

ტესტირების ავტომატიზაციის გამოყენება კრიტიკულია, რადგან ის საგრძნობლად აჩქარებს ტესტირების პროცესს, მაქსიმალურად გვაზღვევს მანუალური ტესტირების პროცესში დაშვებული ადამიანური შეცდომებისგან, და გვეხმარება მაქსიმალური სიზუსტით განვსაზღვროთ პროგრამული უზრუნველყოფის მდგომარეობა.

ახლა კი, სანამ უფრო დეტალურად ვისაუბრებთ ტესტირების ავტომატიზაციის შესახებ, მოკლედ მიმოვიხილოთ რამდენიმე დეტალი მანუალური ტესტირების პროცესიდან, რაც შეიძლება რისკს ქმნიდეს ხარისხის კონტროლის პროცესში.

მანუალური ტესტირების ნაკლოვანებები

მანუალური ტესტირების პროცესში არის რამდენიმე მიზეზი, რაც შეიძლება ხშირ შემთხვევაში პრობლემის საფუძველს წარმოადგენდეს. ეს მიზეზებია:

ჩამოთვლილი მიზეზების არსებობამ შეიძლება ვერ უზრუნველყოს პროდუქტის სათანადო ხარისხი. სწორედ ამ დროს გვევლინება ტესტირების ავტომატიზაცია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ტესტირებისთვის საჭირო ძალისხმევის ოპტიმიზაცია მაქსიმალურად ხარისხიანი პროდუქტის მისაღებად.

თუმცა, რიგ შემთხვევებში ტესტირების ავტომატიზაციის არასწორი გაგება ხდება და ზოგი ფიქრობს, რომ მან უნდა ჩაანაცვლოს მანუალური ტესტირება. ნამდვილად ასეა?

ავტომატიზაცია: ანაცვლებს ტესტირების ავტომატიზაცია ტესტერებს?

დასმულ კითხვაზე პასუხია არა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ტესტირების ავტომატიზაცია არაა მნიშვნელოვანი და არ ღირს რესრურსის დახარჯვა მისი დანერგვისათვის.

ტესტირების ავტომატიზაციის სკრიპტები შესანიშნავი საშუალებაა ტესტების ზედმიწევნით სწორად და სწრაფად შესასრულებლად, თუმცა მათ არ შეუძლიათ ტესტერების ჩანაცვლება.

თუ ეს ასეა, რატომ არის ტესტირების ავტომატიზაციის დანერგვა მნიშვნელოვანი?

რატომ არის მნიშვნელოვანი ტესტირების ავტომატიზაცია?

ცხადია, ტესტირების ავტომატიზაციით შეუძლებელია ტესტერების ჩანაცვლება, რადგან აუცილებელია ტესტირების სხვადასხვა აქტივობის შესრულება ხარისხის უზრუნველყოფისათვის. მაგრამ ამავდროულად, დღეს აუცილებელია მისი ინტეგრაცია პროგრამული უზრინველყოფის დეველოპმენტის სასიცოცხლო ციკლში, რათა უზრუნველყოფილი იყოს დეველოპმენტის სწრაფი ტემპი.

გარდა ამისა, ეჯაილ და დევოპს მეთოდოლოგიებს გააჩნიათ დამოკიდებულება ტესტირების ავტომატიზაციაზე. ისეთი პრაქტიკა, როგორიცაა უწყვეტი ინტეგრაცია (CI) და მიწოდება (CD), მოითხოვენ დაავტომატიზებულ ტესტირების სცენარებს, რომელთა შესრულება სწრაფად და საიმედოდ არის შესაძლებელი. ტესტირების ავტომატიზაციის გარეშე ძალიან რთულია მოკლე ვადებში სასურველი ხარისხის უზრუნველყოფა; ასეთ დროს ხარისხი მხოლოდ უზომოდ დიდი ძალისხმევის შედეგად თუ მიიღწევა, რომლის დროსაც გარკვეული ტიპის რისკების არსებობა საკმაოდ მაღალია.

თუმცა მნიშვნელოვანია, კარგად გვქონდეს გააზრებული, კონკრეტულად რა სარგებლობის მოტანა შეუძლია ტესტირების ავტომატიზაციას.