ტესტირების ავტომატიზაციის პროცესი და სამუშაო გარემო

რა არის ავტომატიზაციის სამუშაო გარემო (Framework)?

ავტომატიზაციის სამუშაო გარემო წარმოადგენს ინსტრუმენტების, სახელმძღვანელო პრინციპებისა და წესების ერთობლიობას. ამ გარემოს არსებობა გეხმარება შეამცირო ტესტების მხარდაჭერის ღირებულება. ქვემოთ მოცემულია სია, რაც უნდა იყოს ამ სამუშაო გარემოში.

ეს მცირე ჩამონათვალია იმისა რაც აუცილებლად უნდა იყოს ტესტირების ავტომატიზაციის სამუშაო გარემოს გამართვისა და ავტომატიზაციის პროექტის წარმატებისათვის.

თუმცა, ამ სამუშაო გარემოს არსებობის გარდა, აუცილებელია არსებობდეს სწორი პროცესი, რომლის გარეშეც ავტომატიზაცია წარმატებული ვერ იქნება. თუმცა უშუალოდ პროცესის დაწყებამდე უნდა იყოს უზრუნველყოფილი გარკვეული წინაპირობები.

ტესტირების ავტომატიზაციის წარმატებული პროცესი წინაპირობები

პროდუქტის ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში, ტესტირების ავტომატიზაციის საწყის ეტაპზე ჩართვა და მისთვის წინაპირობების შექმნა უმნიშვნელოვანესია. ამას განაპირობებს რამდენიმე მიზეზი. ეს მიზეზებია:

ამ რამდენიმე მიზნის ქონა და მიღწევა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ავტომატიზაციის პროცესის წარმატებაზე. რატომ არის ამ მიზნების მხედველობაში ქონდა პროექტზე მუშაობის დაწყებისთანავე?

რატომ არის მნიშვნელოვანი ტესირებადი პროდუქტის დეველოპმენტი?

ტესტირებადი პროდუქტის დეველოპმენტი მნიშვნელოვანია, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი ტესტირება ნაკლები რისკითა და მაღალი დაფარვით. თუ ამ მოთხოვნის გათვალიწინება არ მოხდება დეველოპმენტის საწყის ეტაპზე, პროდუქტის ტესტირების ავტომატიზაცია

გარდა ამისა, არატესტირებადი პროდუქტის ტესტირებად პროდუქტად ქცევა დამატებით რესრურსს მოითხოვს დეველოპმენტის გუნდის მხრიდან, რაც ცალსახად დაკავშირებულია, როგორც დროით, ისე ფინანსურ რესრუსთან.

რატომ არის მნიშვნელოვანი პრირიტეტული ფუნქციონალისთვის ტესტირების ავტომატიზაცია ადრეულ ეტაპზე?

პრიორიტეტული ფუნქციონალის ადრეულ ეტაპზე ავტომატიზაცია შესაძლებელს ხდის, უზრუნველყოფილი იყოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციონალის ხარისხის მაქსიმალურად ადრეულ ეტაპზე უზრუნველყოფა და შემდეგ მისი შენარცუნება. ეს შესაძლებელს მაღალი პრიორიტეტის მქონე სცენარების დროულ მომზადებას რეგრესიული და სმოუქ ტესტირების პაკეტებისთვის.

რატომ არის ავტომატიზაციის საუკეთესო პრაქტიკების გამოყენება საწყისი ეტაპიდანვე?

საუკეთესო პრაქტიკების გამოყენება პროექტის ადრეულ ეტაპზე უზრუნველყოფს, რომ თავიდანვე შეიქმნას ტესტები, რომელთა მხარდაჭერაც - განახლება, დებაგი - მაქსიმალურად ადვილი იქნება და პროდუქტის ზრდასთან ერთად შესაძლებელი იქნება რესრუსრის ოპტიმალური გამოყენება.

ამ ყველაფრის მიღწევა სწორი პროცესის გარეშე სირთულეს წარმოადგენს. შესაბამისად ეს პორცესი გარკვეულ წესს უნდა მიყვეს.

როგორი უნდა იყოს ტესტირების ავტომატიზაციის პროცესი?

ქვემოთ მოცემულია ექვსი ნაბიჯი, რომელსაც უნდა მიყვეს ავტომატიზაციის პროცესი.

  1. მომზადება.
  2. წერა/სქრიპტინგი/ავტომატიზაცია.
  3. შესრულება.
  4. შეფასება.
  5. კომუნიკაცია
  6. რეფაქტორინგი

მომზადება

საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანია მომზადება. ამ დროს უნდა განისაზღვროს ტესტირების მიზანი; შეფასდეს ტესტირებისთვის საჭირო მონაცემების საჭიროება; მკაფიოდ განისაზღვროს, რისი ვერიფიკაცია უნდა მოხდეს.

წერა/სქრიპტინგი/ავტომატიზაცია

არსებული მოთხოვნების გარდაქმნა დაავტომატიზებულ პროცესად. თითოეული ტესტისთვის საჭირო წინაპირობის განსაზღვრა და მისი მომზადება. ტესტებს შორის დამოკიდებულებების შემცირება. გამართული ვერიფიკაციის უზრუნველყოფა და თითოეული ტესტისთვის კონკრეტული მიზნის განსაზღვრა და მიღწევა.

შესრულება

დაავტომატიზებული ტესტები უნდა იყოს სანდო. შესაბამისად მისი გაშვება მნიშვნელოვანი, რომ ამაში დარწმუნდე.

შეფასება

ტესტების შესრულების შემდეგ, უნდა შეაფასო, რამდენად აღწევს ის თვის მიზანს. რიგ შემთხვევაში, ამის ვერიფიკაცია მანუალური ტესტირებით უნდა მოხდეს.

კომუნიკაცია

გამართული ტესტების შესრულების შედეგები ცნობილი უნდა იყოს გუნდის წევრებისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს ხარვეზების დროული აღმოფხვრა.

რეფაქტორინგი

პროდუქტის განვითარებასთან ერთად ტესტების მხარდაჭერა აუცილებელია, რათა მათ დანიშნულება შეინარჩუნონ. უნდა მოხდეს არასტაბილური ტესტების დასტაბილურება ან ამოღება ტესტირების პაკეტებიდან.

ეს პროცესი განმეორებადია და პროექტის სასიცოცხლო ციკლის აუცილებელი ნაწილია.