ტესტირება და დებაგი

ტესტირება და დებაგი ერთმანეთისგან განსხავებული აქტივობებია და ორივე მათგანს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტის სასიცოცხლო ციკლში.

ტესტირება აიდენტიფიცირებს შეცდომებს, ხარვეზებსა და მარცხებს. ტესტირების შესრულება გვაძლევს შესაძლებლობას აღმოვაჩინოთ მარცხები, რომელიც გამოწვეულია პროგრამულ უზრუნველყოფაში არსებული ხარვეზებით. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ტესტირება არ მოიცავს ხარვეზების გამოსწორებას. ხარვეზის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება დველოპერს, რომელიც მას გამოასწროებს, რის შემდეგაც ხელახლა გადაიტესტება, რათა დავრწმუნდეთ, რომ ნამდვილად გამოსწორდა ხარვეზი. ამ აქტივობის შესრულება ტესტერების გუნდის პასუხისმგებლობაა.

დებაგი ტესტირებისგან განსხვავებით დეველოპმენტის აქტივობაა, რომლის მიზანიც ხარვეზის გამომწვევი მიზეზის პოვნა და შემდეგ ამ ხარვეზის აღმოფხვრაა. დეველოპერები არიან პასუხისმგებლები დებაგზე და მასთან დაკავშირებულ კომპონენტისა და კომპონენტის ინტეგრაციის ტესტირებაზე. ტესტერები პასუხისმგებლები არიან საწყის და დამადასტურებელ ტესტირებაზე. თუმცა რიგ შემთხვევებში, შესაძლოა ტესტერი ჩართული იყოს დებაგის პროცესში. დებაგისა და ხარვეზის გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრის შემდეგ უნდა შესრულდეს დამადასტურებელი ტესტირება.

დამადასტურებელი ტესტირება ამოწმებს, რომ გამომასწორებელმა სამუშაოებმა წარმატებით ჩაიარა და ხარვეზები სწორად აღმოფხვრა.

პროცესი პასუხისმგებლობა
ტესტირება საწყის ეტაპზე ტესტერი
დებაგი დეველოპერი
დამადასტურებელი ტესტირება ტესტერი

ქვემოთ მოცემულ სურათზე დიაგრამის სახითა წარმოდგენილი ტესტირების, დებაგისა და დამადასტურებელი ტესიტრების პროცესი.