QA, QC და ტესტირება

QA, QC და ტესტირება

ხარისხის უზრუნველყოფა (QA), ხარისხის კონტროლი (QC) და ტესტირება ხშირად აღიქმება, როგორც ერთი და იგივე პროცესი ან აქტივობა და როგორც სინონიმებს ისე იყენებენ. მართალია, ისინი ერთმანეთთან არის დაკავშირებული, თუმცა ერთმანეთისგან განსხვავებულია. ამ სამ პროცესს უფრო დიდი პროცესი ხარისხის მართვა (QM) აერთიანებს. ხარისხის მართვა მოიცავს ყველა იმ აქტივობას, რომელიც მიმართულია ხარისხის მისაღწევად და მისი კონტროლისთვის ორგანიზაციულ დონეზე.

რა არის ხარისხის მართვა?

სხვა აქტივობებთან ერთად, ხარისხის მართვა მოიცავს როგორც ხარისხის უზრუნველყოფას (Quality Assurance - QA), ასევე ხარისხის კონტროლს (Quality Control - QC). ის პასუხისმგებელია ორგანიზაციული ტესტირების პოლიტიკისა და ტესტირების გეგმის დოკუმენტების შემუშავებაზე. ის ზედა დონეზე განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა მოხდეს ხარისხიანი პროდუქტის შექმნისა და მიწოდების უზრუნველყოფა; განსაზღვრავს ორგანიზაციაში არსებული რგოლებისა და როლების პასუხისმგებლობას ხარისხზე.

რა არის ხარისხის უზრუნველყოფა?

ხარისხის უზრუნველყოფა, როგორც წესი, ორიენტირებულია სათანადო პროცესების დაცვაზე, რათა უზრუნველყოს ნდობა, რომ მიიღწევა ხარისხის შესაბამისი დონეები. როდესაც პროცესები სწორად მიმდინარეობს, ამ პროცესების შედეგად შექმნილი სამუშაო პროდუქტები ძირითადად უფრო მაღალი ხარისხისაა, რაც ხელს უწყობს დეფექტების პრევენციას. ხარისხის ეფექტური უზრუნველყოფის მიზნით, ძირეული მიზეზის ანალიზი გამოიყენება დეფექტების მიზეზების აღმოსაჩენად და აღმოსაფხვრელად. ასევე, რეტროსპექტული შეხვედრების დასკვნები გამოიყენება პროცესების გასაუმჯობესებლად.

ხარისხის უზრუნველყოფა, როგორც წესი ორიენტირებულია იმ პროცესების განსაზღვრაზე, რომელთა მიზანიც ხარისხის მიღწევა, შენარჩუნება და გაუმჯობესებაა რამდენიმე ძირეული აქტივობით. ესენია:

  • ხარვეზების პრევენცია ადრეულ ეტაპზე.
  • ძირეული მიზეზების ანალიზი, ხარვეზების მიზეზების აღმოსაჩენად და აღმოსაფხვრელად.
  • რეტროსპექტივის შეხვედრებზე მიღებული ინფრომაციის ანალიზის შედეგად გამოტანილი დასკვნებით პროცესების გაუმჯობესება.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობებისა, ხარისხის უზრუნველყოფის ეტაპზე უმნიშვნელოვანესია ტესტირების გეგმის და ტესტირების სტრატეგიის დოკუმენტების შემუშავება, რა დროსაც ხდება ტესტირების დიზაინ ტექნიკების განსაზღვრა, ტესტირების პროცესის დაგეგმვა და ა.შ.

მოწესრიგებული ხარისხის უზრინველყოფა შესაძლებელს ქმნის სათანადოდ წარიმართოს ხარისხის კონტროლისა და ტესტირების აქტივობები. შედეგად, როდესაც პროცესები სწორად იგეგმება და დაგეგმილის შესაბამისად მიმდინარეობს, შექმნილი სამუშაო პროდუქტი, როგორც წესი უფრო მაღალი ხარისხისაა.

მოკლედ, რომ შევაჯამოთ ხარისხის უზრუნველყოფა ფოკუსირებულია ხარისხის მართვის ორგანიზაციულ ასპექტებზე, დეველოპმენტისა და მიწოდების პროცესის თანმიმდევრულობის მონიტორინგზე, რათა შესაძლებელი იყოს ხარვეზების პრევენცია.

რა არის ხარისხის კონტროლი?

ხარისხის კონტროლი მიზნად ისახავს შეასრულოს ხარისხის უზრუნველყოფის აქტივობების შედეგად შექმნილი პროცესების განხორციელება, გაუწიოს მონიტორინგი მიმდინარე პროცესებს და შექმნას წინაპირობები ტესტირების შესრულებისა და ანგარიშგებისათვის. ხარისხის უზრუნველყოფისგან განსხვავებით ხარისხის კონტროლის აქტივობები ფოკუსირებულია არა პროცესების დაგემგვაზე, არამედ ამ პროცესების შესრულებზე, პროდუქტის ხარისხის შეფასებასა და ვერიფიკაციაზე. ამ პროცესის მიმდინარეობისას მნიშვნელოვანია აღმოვაჩინოთ ხარვეზები, და უზრუნველვყოთ ამ ხარვეზების განმეორების თავიდან აცილება. კონტროლის აქტივობების შესრულება შესაძლებელია მხოლოდ ხარისხის უზრუნველყოფის პროცედურების დასრულების შემდეგ.

ხარისხის კონტროლი სხვა აქტივობებთან ერთად, მოიცავს ისეთ აქტივობებს როგორიცაა:

  • ტესტ ქეისების მომზადება იმ დიზაინ ტექნიკების გამოყენებით, რომლებიც ხარისხის უზრუნველყოფის ეტაპზე შეირჩა.
  • ტესტირების პაკეტების მომზადება.
  • ტესტირების დასრულების შემდეგ განვლილი პროცესების ანალიზი და შეფასება.

მოკლედ, რომ შევაჯამოთ, ხარისხის კონტროლის აქტივობების განხორცეილება წინაპირობებს ქმნის ტესტირების პროცესის წარმართვისა და შეფასებისათვის.

მართალია ტესტირების შესრულება ხარისხის კონტროლის პროცესის შემადგენელი აქტივობაა, თუმცა მისი როლიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე ის ცალკე პროცესად აღიწერება.

რა არის ტესტირება?

ტესტირება არის ხარისხის კონტროლის შემადგენელი აქტივობა, რომლის დროსაც პროაქტიურად ხდება პროდუქტის ვერიფიკაცია და დარწმუნება იმაში, რომ ის მოსალოდნელის შესაბამისად მუშაობს.

ამ დროს ვხელმძღვანელობთ იმ ტესტ ქეისებით და პროცედურებით რაც კონტროლისა და უზრუნველყოფების აქტივობების შედეგად შეიქმნა. ვაფასებთ შექმნილი პროდუქტის ხარისხს, ვახდენთ აღმოჩენლი ხარვეზების ანგარიშგებას და ვუზრუნველყოთ ხარვეზების აღმოფხვრითი სამუშაოების შედეგების შეფასებას.

რა არის ხარისხის უზრუნველყოფა, ხარისხის კონტროლი და ტესტირება?

როგორც ზემოთ აღწერილიდან გამოჩნდა, ხარისხის უზრუნველყოფა, მისი კონტროლი და ტესტირება ერთმანეთისგან განსხვავებული აქტივობების ერთობლიობაა, რომელთა მიზანიც პროდუქტის ხარისხის შეფასების პროცესის დაგეგმვა, მონიტორინგი, კონტროლი და შეფასებაა. თითოეული აქტივობის შედეგი ყოველი მომდევნო აქტივობის წინაპირობებს ქმნის; ამასთანავე ამ შედეგების ანალიზი შესაძლებლობას იძლევა წინაპირობების შემქმნელ აქტივობებში შევიდეს ცვლილებები, რათა პროცესი გაუმჯობესდეს და შესაძლებელი იყოს მიღწეული ხარისხის არამხოლოდ შენაჩუნება, არამედ მიღწეული ხარისხის გაუმჯობესება.

დასაწყისში დაბრუნება

ვებ გვერდი იყენებს ქუქი-ფაილებს. დეტალურად